"ორივე მათგანი საკანში განცალკევებით იმყოფება" - რა მდგომარეობაში არიან თანატოლების მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნები? - კვირის პალიტრა

"ორივე მათგანი საკანში განცალკევებით იმყოფება" - რა მდგომარეობაში არიან თანატოლების მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნები?

მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებთან ფსიქოლოგები მუშაობენ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს"სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორივე არასრულწლოვანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ბრალდებულ მოსწავლეებთან ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობენ.

"ორივე მათგანი საკანში განცალკევებით იმყოფება", - განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში და აღნიშნეს, რომ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების ადვოკატისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.