ვარკეთილში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ვარკეთილში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"