ბათუმში ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა - კვირის პალიტრა

ბათუმში ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში, გვიან ღამით 6 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ავტომობილების მძღოლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე ჯარიმა დაუწერეს.