დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად - კვირის პალიტრა

დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რომლის გამომწვევ მიზეზად წინასწარი ვერსიით ბუნებრივი აირი სახელდება.

აფეთქების შედეგად დაახლოებით ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. აფეთქებამ ასევე სამსართულიანი კორპუსის მთლიანად და იქვე გაჩერებული ავტომობილებსი დაზიანება გამოწვია.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ”ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ერთი ქალბატონის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

"ინტერპრესნიუსი"