ავარია რუსთაველის გამზირზე - კვირის პალიტრა

ავარია რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელშიც მუნიციპალური ავტობუსი და 3 მსუბუქი ავტომობილის ფიგურირებდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კდოექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

"ინტერპრესნიუსი"