რა გახდა გორში დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი? - კვირის პალიტრა

რა გახდა გორში დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი?

გორში, ჭალის დასახლების ტერიტორიაზე მეზობლებმა დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლებმა სახლის კარის შემტვრევა მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც დედა-შვილი ბინიდან გამოსული ვეღარ შენიშნეს და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდნენ.

გარდაცვლილები პროზექტურაში გადაასვენეს. ამ დროისთვის არსებული ვერსიით, 54 წლის ქალის და მისი 24 წლის ქალიშვილის დაღუპვის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

გარდაცვლილთა ახლობლების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ექსპერტიზის შედეგად გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება.

"ინტერპრესნიუსი"