ახალი დეტალები გორში დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტზე - კვირის პალიტრა

ახალი დეტალები გორში დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტზე

გორში, ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვა გამხდარიყო, თუმცა, გაირკვა, რომ ბინაში, სადაც 54 წლის ქალი 22 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა, ბუნებრივი აირი შეყვანილი საერთოდ არ ყოფილა. გარდაცვლილებს სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებათ.

მეზობლების ინფორმაციით, გოგონა თავს შეუძლოდ გუშინაც გრძნობდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

მეზობლები ასევე აცხადებენ, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, ამავე ბინაში გარდაიცვალა ოჯახის უფროსიც.

რაც შეეხება გამოძიების ვერსიებს, ამჟამად მიმდინარე ექსპერტიზების დასრულებამდე კომენტარები არ კეთდება.

არაოფიციალურად კი, ძირითადად ერთი ვერსია განიხილება. გარდაცვლილთა ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, სადარბაზოში მცხოვრები სხვა მობინადრის ბინიდან საკვამურის მეშვეობით გარდაცვლილთა ბინაში ბუნებრივი აირი ან ბუნებრივი აირის ნამწვი ჟონავდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"