ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი "სტალინი?" - კვირის პალიტრა

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი "სტალინი?"

2017 წლის დეკემბერში საბერძნეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისთვის 63 წლის ე.წ. კანონიერ ქურდს დავით სებისკვერაძეს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დავით სებისკვერაძესთან ერთად, რომელიც ასევე "დათო კუტაისკის" და "კალიასკას" მეტსახელებით არის ცნობილი, პასუხისგებაში კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი მისცეს, რომელთაგანს ერთს არც მეტი, არც ნაკლები თვით დიდი ბელადის ფსევდონიმი აუღია მეტსახელად. მოკლედ, დაკავებულია ლაშა უგრელიძე, იგივე "სტალინი", რომელსაც  ასევე 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მოვიძიეთ ინფორმაცია, თუ ვინ არის უგრელიძე და რა "გმირობებისთვის" დაიმსახურა ასეთი თიკუნი?

ლაშა უგრელიძე, რომელიც კრიმინალურ სამყაროში "სტალინის" სახელითაა ცნობილი 1985 წელს 16 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა. ის ე.წ. კანონიერ ქურდად თურმე 2013 წელს დავით სებისკვერაძემ და სხვა ქურდებმა აკურთხეს. "პრაიმ კრაიმის" ინფორმაციით, ლაშა უგრელიძე საქართველოში გასამართლებული არ არის, თუმცა ერთხელ იყო დაკავებული რუსეთში, საბერძნეთში კი სებისკვერაძის კრიმინალური ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. სასამართლო კარგა ხანს გაგრძელდა და საბოლოდ საკმაოდ მკაცრი განაჩენიც გამოიტანა.

სებისკვერაძისა და ჯგუფის წევრების მიმართ გამოტანილი მსჯავრი შეიძლება შეფასდეს, როგორც ბერძენი სამართალდამცავების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წარმატება ქურდულ სამაყაროსთან ბრძოლის საქმეში, მით უფრო ლაშა შუშანაშვილის სასამართლო პროცესის კონტექსტში. თუმცა ბერძნულ სამართალდამცავ სისტემაში ხშირად ისეც ხდება, რომ გამოტანილი მრავალწლიანი განაჩენი ქაღალდზე რჩება და კრიმინალები ციხეს თავს საპატიმრო ვადის ამოწურვამდე აღწევენ

"პრაიმ კრაიმის" ინფორმაციით, საბერძნეთში რამდენიმე ათეული ე.წ. კანონერი ქურდი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოდან, კერძოდ კი თბილისიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან არის. ამათგან ყველაზე გამოკვეთილი კი ორი ფიგურაა - დავით სებისკვერაძე და ლაშა შუშანაშვილი, რომლებიც საბერძნეთში "ქუთაისის" და "რუსთავის კრიმინალურ ოჯახებს წარმოადგნენ". სებისკვერაძის დაკავების შემდეგ კი, მის "უფლებამოსილებებს", თურმე ასევე ქუთაისელი გაიოზ ზვიადაძე ("გია კუტაისკი") გადაიბარებს. (წყარო)

იხილეთ ასევე: "შუშანაშვილის ჯგუფის აყვანა არ ნიშნავს ქართული მაფიის განადგურებას"

ეკა გადახაბაძე