სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - კვირის პალიტრა

სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

სტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოდან აცნობეს, კერძო სახლში თურქეთის მოქალაქის და საქართველოს მოქალაქის ცხედრები იპოვეს და ორივენი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული.

საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.

„გენერალურ საკონსულოს აქვს კომუნიკაცია პოლიციასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შედეგებსა და ოფიციალურ შეტყობინებას“, - განაცხადეს საქართველოს გენერალური საკონსულოში.

"ინტერპრესნიუსი"