"წაღებულია 7 ათასი ლირა და ოქროულობა" - ახალი დეტალები სტამბოლში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე - კვირის პალიტრა

"წაღებულია 7 ათასი ლირა და ოქროულობა" - ახალი დეტალები სტამბოლში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტის იმედის" ხელმძღვანელის შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, წარმოშობით აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეს, 52 წლის მამაკაცს, თავში მძიმე საგანი აქვს ჩარტყმული.

"ბუუკ ჩექმეჯეში მოკლულია თურქეთის მოქალაქე ქალბატონი რუქიე და მასთან მომუშავე აზერბაიჯანელი წარმოშობის საქართველოს მოქალაქე. ორივეს თავის არეში მძიმე საგნით მიყენებული აქვთ ჭრილობები. ეჭვმიტანილია მეორე მოსამსახურე სახელად მურადი თურქმენეთის მოქალაქე, მკვლელობა ძარცვის გამოა ჩადენილი და წაღებულია 7 ათასი ლირა და ოქროულობა. მურადმა მებაღედ 1 კვირის წინ დაიწყო მუშაობა და სავარაუდოდ წინასწარ ჰქონდა ეს ყველაფერი განზრახული. აზერბაიჯანელი საქართველოში დაბადებული და გაზრდილი 52 წლის კაცი საქონლის მწყემსავად მუშაობდა რუქიესთან. მკვლელი გაქცეულია და თურქეთის პოლიცია ეძებს", - წერს შოთო სიხარულიძე "ფეისბუკში".

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.