სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს - კვირის პალიტრა

სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს

გაზეთ "კვირის პალიტრის" ანალიტიკოს ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, სირიაში, ჰამას პროვინციაში საქართველოს მოქალაქე, პანკისელი გიორგი კუშტანაშვილი, იგივე სალაჰაუდინ ალ შიშანი დაიღუპა. ის სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა.

"კუშტანაშვილი თავის დროზე იყო თარხან ბათირაშვილის მიერ შექმნილი დაჯგუფების ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის წევრი, ხოლო ბათირაშვილის ხალიფატში გადასვლის შემდეგ, მისი მეთაური. საბოლოოდ მან ეს დაჯგუფება კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა ასადის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. ბოლოს ის დიდი სამხედრო ოპოზიციური გაერთიანება "ჰაიატ ტახრირ ალ შამის" რიგებში იბრძოდა. ეს გაერთიანება "ფრონტი ან ნუსრას" ბაზაზე შეიქმნა და კუშტანაშვილი მისი ერთ-ერთი გავლენიანი საველე მეთაური იყო.

აღსანიშნავია, რომ ლაფანყურის ჯგუფის ერთ-ერთი გადარჩენილი წევრია, რომელიც ჯგუფში ნიღბით იყო", - აცხადებს ნინო ბურჭულაძე.