"ჯერ გურამის გა­რდაცვალების მიზეზი არ ვიცით,­ ახლა კიდევ ეს უბედ­ურება, ამოწყდა ოჯახი" - კვირის პალიტრა

"ჯერ გურამის გა­რდაცვალების მიზეზი არ ვიცით,­ ახლა კიდევ ეს უბედ­ურება, ამოწყდა ოჯახი"

11 დეკემბერს გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე კორპუსის ბინაში, დედა-შვილის, 22 წლის მარიამ ხოხაშვილისა და 54 წლის თამარ ავალიშვილის ცხედრები იპოვეს. როგორც ითქვა, მათი დაღუპვის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. თუმცა გაირკვა, რომ ოჯახს გაზი ბინაში შეყვანილი არ ჰქონია. ჯერჯერობით გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ ექსპერტიზის წინასწარი შედეგებით, ისინი გაზის ნამწვით მოიწამლნენ - ბინაში მეზობლის ბინის ნამწვმა შეაღწია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც მომხდარზე გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა.

ამ ტრაგედიას კიდევ ერთი ტრაგედია უძღოდა წინ - ცოტა ხნის წინ ამავე ბინაში ოჯახის უფროსი, გურამ ხოხაშვილი იპოვეს გარდაცვლილი, თუმცა მაშინ გაზით მოწამვლაზე ეჭვი არავის მიუტანია, დღეს კი ეჭვობენ, რომ ისიც ანალოგიურად მოიწამლა. მისი გარდაცვალებიდან მალე ორი თვე გადის, მაგრამ გურამ ხოხაშვილის დაღუპვის მიზეზის შესახებ ექსპერტთა დასკვნა ჯერ საქმეში არ დევს.

ზურაბი, ხოხაშვილების ქიწნისელი მეზობელი: "ჯერ გურამის გარდაცვალების მიზეზი არ ვიცით, ახლა კიდევ ეს უბედურება, ამოწყდა ოჯახი..."

ვრცლად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში, ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია