"ის ადამიანი ნიგურიანის შვილისთვის აპირებდა სროლას და მამამისი გადაეფარა" - კვირის პალიტრა

"ის ადამიანი ნიგურიანის შვილისთვის აპირებდა სროლას და მამამისი გადაეფარა"

ახლობლები მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ლომარ ნიგურიანს მის ეზოში, თოვლის გადაყრის გამო ესროლეს. უფრო კონკრეტულად, როგორც ახლობლები ყვებიან, საკრებულოს წევრი ერთ-ერთმა მეზობელმა თოვლის მის ეზოში გადაყრაში დაადანაშაულა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. კონფლიქტში ნიგურიანის შვილი ჩაერია და იარაღი სწორედ მას დაუმიზნეს, თუმცა მამა შვილს გადაეფარა და თავად დაიღუპა.

"სახურავზე იდგა გარდაცვლილი ომარ ნიგურიანი. მას ახლდა მისი შვილიც, რომლისთვისაც ის ადამიანი აპირებდა სროლას და მამიმისი გადაეფარა. ბავშვს აუშარდა რაღაცაზე, თოვლის გადაყრაზე იყო საუბარი", - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი ნატო ნიგურიანი "რუსთავი 2"-თან საუბარში.

ამავე ვერიაზე საუბრობს გარდაცვლილის კიდევ ერთი ნათესავი.

"თოვლს ფერთხავდა და რატომ ფერთხავ აქეთ თოვლსო - ყველაფერი ამით დაიწყო. ახლა, როდესაც დაუსჯელობის სინდრომია, გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანი თავს აგრესიის უფლებას აძლევს", - განმარტა ნარგის ნარგურიანმა.

ლომარ ნიგურიანი, რომელიც მესტიის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იყო, ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ მოკლეს.

"ინტერპრესნიუსი"