რატომ შეაჩერა ავსტრიის შს მინისტრმა მაჩალიკაშვილის ვენაში სამკურნალოდ გადაყვანა? - რას წერს ავსტრიული გამოცემა?
რატომ შეაჩერა ავსტრიის შს მინისტრმა მაჩალიკაშვილის ვენაში სამკურნალოდ გადაყვანა? - რას წერს ავსტრიული გამოცემა?
თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეაჩერა, - ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკვე დაგეგმილი თბილისი-ვენას რეისი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა გააუქმა.

"დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ბრალდებული ტერორისტის ავსტრიაში ჩამოყვანა, ვინაიდან ვენაში მის მკურნალობას, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე შეექმნა. რა თქმა უნდა, პოტენციურ ტერორისტებს ქვეყანაში ვერ შემოვუშვებთ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს
ავსტრიაში არ ვუშვებთ, ეს სამედიცინო მკურნალობასაც ეხება", - განაცხადა ჰერბერტ კიკლმა.

Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი მხარს უჭერდა ავსტრიაში ცნობილ ისლამისტ ფანატიკოსს ახმედ ჩატაევს.

"ჩატაევი ვენაში 2003-2011 წლებში ცხოვრობდა, შემდეგ კი ცოლი და ხუთი შვილი მიატოვა და სირიაში საომრად გაემგზავრა. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ამ პერიოდში
ჩატაევმა სოციალური დახმარების სახით ავსტრიისგან 80 000 ევრო მიიღო", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"
Martivad
17 იანვარი 2018 04:23
Aq mkitxavebis da saxeze mktxvelebis rekomendaciebi ar miigeba. Es seriozuli temaa da seriozuli mtkicebullebebis dadebaa aucilebeli. Am bichis ayvanas specoperacia da maskaradebi ar chirdeboda. Misi ayvana mshvidad sheizleboda soflis orgobeshi. Amis shemdeg gairkveoda vahabisti iyo tu stalinisti.
მამუკა
14 იანვარი 2018 00:28
თუ ბევრ თქვენგანს არ უნდა დაინახოს დღეს არსებული სინამდვილე ეს სხვა საკითხია. მაჩალიკაშვილისა და გირგვლიანის შედარება როგორ შეიძლება. მაჩალიკაშვილს სახეზე ეწერა რომ ვაჰაბისტი იყო. მის წვედსა და ულვაშს შეხედეთ. არ შეიძლება ასე საუბარი. კოდევ კაეგი არ.მიეცათ საშუალება ამ ტერორისტებს ჩანაფიარი აესრულებინათ, თორემ.მაშინ დაიწყებდნენ სად იყო სუსი რატომ არ აღკვეთა და არ გაანადფურა ესენიო.
ssss--sssss
11 იანვარი 2018 13:45
ეხლა სად არიან ის ხალხი?-წინა ხელისუფლების დროს,გვირგვლიანითა და რობაქიძეთი,რომ ტვინს ხვრეტავდნენ!!-ეხლა რატომ არ ხვრეტავენ ტვინს,თავიანთი გამოხტომებით, აქციებით,მიტინგებით?-სად არიან ის ხალხი სად?-სად?-სად?
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?