"სპეცრაზმელები არ უმიზნებენ ხელებში, ფეხში და კოჭში, ისინი წამის მეათედებში იღებენ გადაწყვეტილებას"
"სპეცრაზმელები არ უმიზნებენ ხელებში, ფეხში და კოჭში, ისინი წამის მეათედებში იღებენ გადაწყვეტილებას"
"სპეცრაზმელები არ უმიზნებენ ხელებში, ფეხში და კოჭში, ისინი წამის მეათედებში იღებენ გადაწყვეტილებას", - ამის შესახებ "პალიტრანიუსის"გადაცემაში "360 გრადუსი", ბრიგადის გენერალმა, ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა.

სამხედრო ექსპერტის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოება დაელოდოს გამოძიების შედეგებს და წინასწარი დასკვნებისა თუ შეფასებებისგან თავი შეიკავოს.

"სპეცრაზმელებს აქვთ თავიანთი მომზადების სპეციფიკა. თვეებისა და წლების განმავლობაში ამზადებენ კონკრეტულ ვითარებაში სროლისთვის. სპეცრაზმელები არ უმიზნებენ ხელებში, ფეხში და კოჭში, ისინი წამის მეათედებში
იღებენ გადაწყვეტილებას. როგორ და რატომ იმოქმედა იმ კონკრეტულ ვითარებაში სპეცრაზმელმა ასე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. როდესაც საუბარია, რომ ყუმბარაზე არ არის სისხლი და არის ტელეფონზე და თან მძინარე იყოო, თუ ტელეფონისკენ გაიწია, ესეიგი მძინარე არ იყო, ანუ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებია. მამაც შეცდომაში შეჰყავთ ასეთი აჟიტირებით. ეს ძალიან
სერიოზული თემაა", - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
Profesional-ს
15 იანვარი 2018 23:05
მოდი დაველოდოთ ობიექტური გამოძიების შედეგებს და ნუ ვიმარჩიელებთ. მით უმეტეს, რომ არის კითხვები: რატომ იყო ჩაკეტილი კარი და რატომ მოუხდა მისი შემტვრევა სპეცრაზმელს? როგორი იყო ოთახში ხილვადობა და შეეძლო თუ არა სპეცრაზმელს გაერჩია რა ეჭირა ხელში ტერორისტებთან შესაძლო კავშირში მყოფ ეჭვმიტანილს? ვის და რისთვის ურეკავდა მობილურით? როგორი იყო ასაკი და გამოცდილება სპეცრაზმელის? რამდენი სპეცრაზმელი მონაწილეობდა ოპერაციაში? და სხვა. . . . .
ana
14 იანვარი 2018 11:31
სპეცრაზმის დანააულებაა რას აკეტებტ ხალხო აზრზე მოდიტ ესენი სახელმწიპოს დასაყრდენი არიან
ედიკას კუჭუნიასგან
13 იანვარი 2018 00:56
რა მაგარი აზროვნება გაქვს ედიკ? რა მარტივად აფასებ სხვის სიცოცხლეს......რა მაგარი ჩახედული ხარ.......აზრზე არ ხარ რას ამბობ...რა პრობლემა იყო მსვერპლის გარეშე გაკეთებულიყო ეს საქმე? არ შეიძლებოდა? შეიძლებოდა ედიკ მარა არ გააკეთეს ...... იმიტომ ესროლა რომ პასუხს არავინ არ აგებს....უნდა დასაჯონ ყველა ვინც მონაწილეობდა უშუალოდ მკვლელობაში და ხელმძღვანელი ამ უნიჭო ოპერაციის..... სამარცხვინოები არიან ......
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?