"სპეცრაზმელები არ უმიზნებენ ხელებში, ფეხში და კოჭში, ისინი წამის მეათედებში იღებენ გადაწყვეტილებას" - კვირის პალიტრა

"სპეცრაზმელები არ უმიზნებენ ხელებში, ფეხში და კოჭში, ისინი წამის მეათედებში იღებენ გადაწყვეტილებას"

"სპეცრაზმელები არ უმიზნებენ ხელებში, ფეხში და კოჭში, ისინი წამის მეათედებში იღებენ გადაწყვეტილებას", - ამის შესახებ "პალიტრანიუსის"გადაცემაში "360 გრადუსი", ბრიგადის გენერალმა, ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა.

სამხედრო ექსპერტის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოება დაელოდოს გამოძიების შედეგებს და წინასწარი დასკვნებისა თუ შეფასებებისგან თავი შეიკავოს.

"სპეცრაზმელებს აქვთ თავიანთი მომზადების სპეციფიკა. თვეებისა და წლების განმავლობაში ამზადებენ კონკრეტულ ვითარებაში სროლისთვის. სპეცრაზმელები არ უმიზნებენ ხელებში, ფეხში და კოჭში, ისინი წამის მეათედებში იღებენ გადაწყვეტილებას. როგორ და რატომ იმოქმედა იმ კონკრეტულ ვითარებაში სპეცრაზმელმა ასე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. როდესაც საუბარია, რომ ყუმბარაზე არ არის სისხლი და არის ტელეფონზე და თან მძინარე იყოო, თუ ტელეფონისკენ გაიწია, ესეიგი მძინარე არ იყო, ანუ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებია. მამაც შეცდომაში შეჰყავთ ასეთი აჟიტირებით. ეს ძალიან სერიოზული თემაა", - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.