ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს
ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს
ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც ბარში შესვლას ცდილობდნენ.

"ხუთი თუ ექვსი პირი კაფე-ბარში შესვლას და ალკოჰოლოს შეტანას ცდილობდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, რომლის დროსაც ბარის დაცვის თანამშრომელი დაიჭრა," - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართლადამველები და სასწრაფო დახმარების სამსახური. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თვის კითხვადი სტატიები