ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა მიაყენა, დაჭრა მისი მეგობარი მამაკაციც - საზარელი დანაშაულის დეტალები
ოჯახური ძალადობის ნიადაგზე კიდევ ერთი მძიმე დანაშაული მოხდა თბილისში. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 32 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა მიაყენა, მათგან 4 - ნაკვეთი ჭრილობა საზარდულის, 10 კი მუცლის არეში.
სისხლიანი დაპირისპირების დროს ქალი სახლში მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ბრალდებულმა ცივი იარაღით დაზიანებები ყოფილ მეუღლის მეგობარ მამაკასაც მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც ირკვევა, დაჭრას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც უძღოდა. ოთახში, სადაც საზარელი ფაქტი მოხდა, ყველაფერი დამტვრეულია.

ახალგაზრდა ქალი 
სახლში 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ქირით ცხოვრობდა. ბავშვები თავდასხმის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. ბინის მეპატრონე კი ყვება, რომ ყოფილი მეუღლე ქალბატონზე სისტემატიურად ძალადობდა. დახმარების თხოვნით კი დაზარალებულმა პოლიციას რამდენჯერმა მიმართა.

"ძალიან დიდი კონფლიქტები ჰქონდათ, სასამ
ართლოს დადგენილებით, ყოფილ ქმარს ქალთან 6 თვის თუ ერთი წელის  განმავლობაში არ ჰქონდა მიახლოების უფლება, არ უნდა მიახლოებოდა 10 მეტრის მანძილზეც კი", - აცადებს სახლის მეპატრონე. როგორ შევიდა ბრალდებული დაკეტილ ეზოში ამაზე არაფერი იციან. 

მეზობლები ამბობენ, რომ სისიხლიანი დპირისპირების შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც ახალგაზრდა ქალი მეორე სართულზე მათთან ავიდა და დახმარებას ითხოვა, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში გონება დაკარგა და წაიქცა.
დამნაშავე სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით და 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. (იხილეთ)
13 იანვარი 2018 09:39
ვერ გავიგე - 1.თუ ოჯახური კონფლიქტია, ქმარს "ყოფილად" რატომ მოიხსენიებენ. 2. ქალი ქირით ცხოვრობდა და მცირეწლოვანი ბავშვები სახლში არ იყო???, სამაგიეროდ მეგობარი ყავდა სახლში???!!!!! 3
რატომ დაჭრა ქმარმა მაინცდამაინც საზარდულის არეში???
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
13 იანვარი 2018 01:01
დახვრიტეთ, მოკალით, დააქუცმაცეთ, გეყოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოთ
ფეოლა
13 იანვარი 2018 00:24
აბა თქვენ იცით გაუშვით, მეტს აღარ იზავს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?