თავდამსხმელმა 30 ათასი ლარი წაიღო - გურიაში მამაკაცს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ
თავდამსხმელმა 30 ათასი ლარი წაიღო - გურიაში მამაკაცს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ
გურიაში მამაკაცს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და გაძარცვეს. ბოროტმოქმედმა მამაკაცს სხეულის დაზიანებები მიაყენა და გაძარცვა. არსებული ინფორმაციიით, თავდამსხმელმა მამაკაცისგან 30 ათასი ლარი წაიღო. მამაკაცი მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მამაკაცი სომხეთის მოქალაქეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. სამართალდამცველები ამჟამად შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თვის კითხვადი სტატიები