9 თვის ორსული მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის მამაკაცი დააკავეს
9 თვის ორსული მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.თ. რუსთავში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს - 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-ს. დაკავებულმა მსგავსი ქმედება
გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ რ.თ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?