დათო შენგელია: "გეუბნებით, არა მაქვს გავლენა და ბიზნესი, მაგრამ რომ მქონდეს, ცუდია?!"
დათო შენგელია: "გეუბნებით, არა მაქვს გავლენა და ბიზნესი, მაგრამ რომ მქონდეს, ცუდია?!"
ზუგდიდის ცენტრიდან რუხში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზ­ღვრამდე მიმავალი კერძო მიკროავტობუსების, ოთხთვალებისა და ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ - ისინი ახალი მიკროავტობუსების დაწესებას­ აპროტესტებენ და ირწმუნებიან, რომ ამ საქმეში წლების წინ კარგად ცნობილი "ტყის ძმების"­ ლიდერი, დათო შენგელია ფიგურირებდა, სწორედ მისი და აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობის შეთანხმებით 4 მიკროავტობუსი ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე შედის და მგზავრები­ დაჰყავს.

"ჩვენ გვეკრძალება ენგურს იქით შესვ­ლა­,­­­­ რადგან გავლენები არა გვაქვს, მეოთხე თვეა ცარიელი დავდივართ. ეს ჩვენი­ შემოსავალი­ა და წაგვართვეს", -
ჩივიან ისინი.
"მხოლოდ შენგელიას ხალხს აქვს იქით გადასვლის უფლება. 2014 წლიდან ვმუშაობ აქ. ამით გავზარდე შვილები და ასე წვალებით მოვედი დღემდე. ახლა საით გადავვარდე, არ ვიცი", - ამბობს სოფო მიქია, ოთხთვალას მესაკუთრე. მან პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვაც სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა დააკავეს და ზუგდიდის სასამართლომ 300-ლარიანი
ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ახალი მიკროავტობუსების მესაკუთრეების თქმით,­ შენგელია არაფერ შუაშია და მგზავრებმა თავად თქვეს უარი ძველ ტრანსპორტზე გაუმართაობისა და იმის გამო, რომ ტვირთში თანხის გადახდა უწევდათ.

ირინა, სოფელ ნაბაკევის მკვიდრი: -
ურმები ლარს გვართმევდნენ თითო ჩანთის გადატანაში, ჩიოდნენ, ნაკლებით არაფერი დაგვ­რჩებაო... წარმოიდგინეთ, ხალხი თვეში ორჯერ­ მაინც გადადის ენგურს იქით და ზუგდიდისა თუ საქართველოს სხვა ქალაქების ბაზრებიდან რა რაოდენობის პროდუქტის გადაზიდვა უწევთ... ეს ძალიან გვაზარალებდა. ლარს ვიხდიდით­ მგზავრობაშიც, თანაც იმდენი ვგროვდებოდით, ლამის თავზე ვასხედით ერთმანეთს, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდით, უჰაერობით გული მიგვდიოდა. ეყოთ, რაც ჩვენი ჯიბიდან ფული აკეთეს!

- ახალი მიკროავტობუსით მგზავრობა რა ღირს?

- 2 ლარი, მაგრამ გვიღირს. ზუგდიდიდან საგუშაგომდე მივყავართ. ჩანთების გადატანაშიც აღარაფერს ვიხდით...ასე უფრო ეკონომიურია. იმედია, არ გააძვირებენ.

"კვირის პალიტრა" "ტყის ძმების" ყოფილ ლიდერ დათო შენგელიას დაუკავშირდა:

- ის მიკროავტობუსები ჩემი კონტროლისა და გავლენის ქვეშ ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი იქ გადადიან, უკეთესი­ არ არის?!
გარდა ამისა, ხელნაკეთი, დანჯღრეული ოთხთვალების ნაცვლად, მანქანებით რომ დაჰყავთ ეს ხალხი და ნაკლებს წვალობენ, ამას რა ჯობს?! გააუმჯობესონ სერვისი და გარწმუნებთ, უმუშევარი არც ერთი არ დარჩება. ტყუილია, რასაც მაბრალებენ... თუ ხალხს ტვირთისა და ჩანთების ფულს არ ახდევინებენ, რა არის ამაში ცუდი? სიცივესა თუ სიცხეში თავისუფლად დადიან, ოთხთვალებით არ უწევთ ჯაყჯაყი.

- გაფიცულებს აინტერესებთ, მათ რატომ არ უშვებენ იქამდე, სადამდეც ახალი მიკროავტობუსები მიდიან.

- არ ვიცი, თუმცა მივესალმები, რომ იქ კომფორტულმა ტრანსპორტმა იაროს და არა ცხენებშებმულმა ოთხთვალებმა, სადაც საკმარისი რაოდენობის ტვირთიც არ ეტევა... როგორ ფიქრობთ, ის ქალი (სოფო მიქია), რომელიც ვითომ ოთხთვალათი­ არჩენს ოჯახს, "პადვოდჩიკს" არ ჰგავს?..

- ამით რისი თქმა გსურთ, ფიქრობთ, რომ მას თქვენს წინააღმდეგ­ იყენებენ?

- რა თქმა უნდა... ის და მისი შვილი ისე არიან ჩაცმული, ნამდვილად არ ჰგვანან საწყლებს... თენგიზ გუნავა აგიჟებს მაგ ხალხს, ის ატყუებს საზოგადოებასაც... იქ შესვლას როგორ ახერხებენ, არ ვიცი, მე თბილისში ვარ და ვმკურნალობ...

- თხილის ბიზნესის კონტროლსაც გედავებიან, მათ შორის გალის ტერიტორიაზე...

- შეხება არა მაქვს თხილთან, მაგრამ რომ მქონდეს, არა მაქვს უფლება?! ვის უნდა შევუთანხმო, თხილის ბიზნესს ვიწყებ-მეთქი!
გეუბნებით, არა მაქვს ეს ბიზნესი,­ თუმცა, თუ ჩემი ინტერესი იქნებოდა, ჩემთვის მისაღებ ფასში ჩავიბარებდი. გლეხისთვის თუ წამგებიანი იქნება, სულელი არავინ არის, იაფად გაყიდოს. ვის წავართვი თხილი, ერთი კაცი მაინც დამისახელონ...

რაც შეეხება აფხაზეთში, გალში ჩემს გავლენას, არც ამაშია ჩემი წვლილი, მაგრამ რომ მქონდეს, ცუდია?! მე დავდივარ აფხაზეთში!
ბოლო ხანებში ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, თორემ სურვილი ისევ მაქვს. 2004, 2005, 2007, 2008, 2009, 2015 და 2016 წლებშიც ვიყავი და კიდევ წავალ!
იქ ტყით შევდივარ და კიდევ შევალ! ამას არც აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას შევეკითხები და არც სხვას. სოხუმშიც ვიყავი და გაგრაშიც. იქ აფხაზებთან სალაპარაკოდ არ ჩავდივარ, ვრისკავ, სროლებშიც მოვხვედრილვარ, მაგრამ შეიძლება კიდევ გავრისკო.

- 2010 წელს ჯანმრთელობის პრობლემის გამო გაგათავისუფლეს?

- 28 წელი მქონდა მოსჯილი, მაგრამ დროებით სამკურნალოდ გამომიშვეს, შემდეგ გავასაჩივრე ჩემი საქმე და სასჯელი მომიხსნეს. ახლაც ვაგრძელებ მკურნალობას, თუმცა,
როგორც ჩანს, ჩემი მოწინააღმდეგეებისთვის მაინც ფორმაში ვარ, იმდენ რამეს მაბრალებენ.

ცნობისთვის:

პარტიზანული დაჯგუფების მეთაური დავით შენგელია 1990-2000 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა. 2004 წლის დასაწყისში დააპატიმრეს და 28 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა საპატიმრო 6 წლის შემდეგ, 2010 წელს დატოვა... ბრალდების მხარე შენგელიას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და გავრცელებას ედავებოდა.

ლალი პაპასკირი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები