"ავიღე იარაღი და ვესროლე, მერე ყელი გამოვჭერიო" - რა წერია სასტიკი მკვლელობის მოწმეთა ჩვენებებში? - კვირის პალიტრა

"ავიღე იარაღი და ვესროლე, მერე ყელი გამოვჭერიო" - რა წერია სასტიკი მკვლელობის მოწმეთა ჩვენებებში?

29 დეკემბერს დღისით გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა. მშობლებმა 19 წლის შვილის ძებნა მეგობრებთან დაიწყეს, მაგრამ არავინ იცოდა, სად იყო დათო ტორიაშვილი. 29 დეკემბერს დღისით გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა. დაკარგვიდან 9 დღეში დათოს ცხედარი მტკვრის სანაპიროზე იპოვეს და მალევე საქმე გახსნილადაც გამოცხადდა. მომხდარის დეტალებზე სტატია გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოაქვეყნა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

სანდო წყარო გვეუბნება, რომ საქმის გახსნაში ძალოვანებს ახალგაზრდა ქალი დაეხმარა - მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს და დათოს ცხედარიც იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით და დანით ჰქონდა მიყენებული ჭრილობები. ბიჭს ყელიც ჰქონდა გამოჭრილი... გაირკვა, რომ დათო იქვე ახლოს მოკლეს, წითლანაძის 19 ნომერში, სადაც მკვლელობაში ბრალდებულს ბინა ჰქონდა ნაქირავები.

როგორც ირკვევა, სწორედ ამ ბინაში მივიდა ქისტაურთან სტუმრად დათო ტორიაშვილი - ისინი მეგობრობდნენ. სუფრა გაშლილი იყო, იქ იყვნენ ქისტაურის სხვა მეგობრებიც. როგორც საბრალდებო აქტშია ნათქვამი, "ბიჭებს შორის შელაპარაკება მოხდა და ქისტაურმა შურისძიების მოტივით განიზრახა ტორიაშვილის მკვლელობა, აიღო დაუდგენელ ვითარებაში შეძენილი გადაჭრილი სანადირო თოფი და მეგობრების თვალწინ ესროლა ტორიაშვილს. დაჭრილს სურდა იქაურობას გასცლოდა და კარისკენ წასვლას შეეცადა, მაგრამ თითქმის გარეთ გასულს ქისტაურმა კიდევ ერთი ტყვია დაახალა. არც ამას დასჯერდა დამნაშავე და რამდენჯერმე დაარტყა დანა, ყელშიც სამჯერ გამოუსვა..." ბრალში კონფლიქტის მიზეზზე არაფერი წერია, მაგრამ სანდო წყაროს ინფორმაციით, ქისტაურს მეგობრებთან მკვლელობის მოტივი არ დაუმალავს და საქმეში დევს სწორედ იმ ახალგაზრდა ქალის ჩვენება, რომლის დახმარებითაც საქმე გაიხსნა... ჩვენებაში ლაპარაკია მოტივზე. მოწმე ქალი ამბობს:

"ნიკა ქისტაურმა მითხრა, დათო იმიტომ მოვკალი, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, შენ არა ხარ კაი ბიჭიო. გავბრაზდი და გავაფრთხილე, არ გაებედა და მეორედ მსგავსი სიტყვები არ ეთქვა ჩემთვის, თორემ ვესროდი, რადგან მე ქუჩური ცხოვრებით ვცხოვრობ და ეს ჩემთვის შეურაცხყოფაა. ამის მერე ისევ გამიმეორა, არ ხარ კაი ბიჭიო... ავიღე იარაღი და ვესროლე, მერე ყელი გამოვჭერი".

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად

თეა ხურცილავა