"ქვლივიძემ ზვიადს დანით მიაყენა ჭრილობა" - ვინ არის სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომლიც სასამართლომ გაათავისუფლა? - კვირის პალიტრა

"ქვლივიძემ ზვიადს დანით მიაყენა ჭრილობა" - ვინ არის სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომლიც სასამართლომ გაათავისუფლა?

"13 იანვარს, უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა, მას შემდეგ რაც კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განეცხადა, ჩვენი მთვარი საყრდენი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა, ასევე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალგაზრდა ადამიანმა სისხლიანი პარასკევი "ფეისკონტროლის" სწორი გადაწყვტილების გამო მოაწყო", - დაწერა კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა სოციალურ ქსელში (იხილეთ სრულად).

როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

ვინ არის სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული?!

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, დაცვის თანამშრომლებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა. იგი ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

AMBEBI.GE-ს "ბასიანის" დაცვის უფროსის ზვიად მესხის ახლობელი ესაუბრა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროვებთ:

დაჭრილი ზვიად მესხი

"შემთხვევის დროს თამაზ ქვლივიძე მარტო არ იყო. ის კლუბში მეგობართან, მიხეილ სვანიძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ადმინისტრაციული მუხლით გაათავისუფლეს და გაუშვეს... თამაზ ქვლივიძემ ზვიადს დანით მიაყენა ჭრილობა, პოლიციელს დანა ხელით რომ არ დაეჭირა, ახლა 5 შვილის მამა ცოცხალი აღარ იქნებოდა. ახლა ის და სხვა დაშავებულებიც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - ამბობს მესხის ახლობელი. (იხილეთ სრულად)

"თუ ფული თავზე საყრელად გაქვს, შეგიძლია ადამიანიც გაწირო"- რას წერს დაჭრილი დაცვის უფროსის ცოლი?