"6 ჭრილობა აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე "სტამბოლის ბაზრობის" დირექტორის მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"6 ჭრილობა აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე "სტამბოლის ბაზრობის" დირექტორის მკვლელობაზე?

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეს სხეულზე 6 ჭრილობა აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხდა განაცხადა.

„ამ ეტაზე რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ბაზრობის შიდა ტერირიაზე და ასევე გარდაცვლილის სამუშაო ოთახში სათვლათვალო კამერები დამონტაჟებული არ იყო, თუმცა ჩვენ უკვე ამოღებული გვაქვს ბაზრობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დავადგინოთ დანაშაულის ჩამდენი პირი. ამ ფაქტზეც გამოძიება მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით. ჯერჯერობით სულ ესაა, რაც გამოკვეთილია ამ ეტაპზე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

რუსთავში გუშინ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ეჭვმიტანილის ვინაობა და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარადოდ მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი.

სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.