"ბასიანის" ტერიტორიაზე პოლიციელისა და დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებული სასამართლოში მივიდა - კვირის პალიტრა

"ბასიანის" ტერიტორიაზე პოლიციელისა და დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებული სასამართლოში მივიდა

ღამის კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე, ერთი პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მივიდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და კლუბის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე არ უსაუბრია.

თბილისის სააპელაციოს სასამართლო ბრალდებულისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. პროკურატურა ითხოვს, რომ ქვლივიძის მიმართ გამოყენებული გირაო პატიმრობით შეიცვალოს.

იხილეთ ასევე: "უმუშევარი ვარ, მეგობრებმა რაღაცა შეაგროვეს, ასე შევიტანეთ გირაო" - რას ამბობს "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულის მამა?

"ინტერპრესნიუსი"