სააპელაციო სასამართლომ "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

სააპელაციო სასამართლომ "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა. ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს.

პროკურატურამ მეორე ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება ქვლივიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

"ინტერპრესნიუსი"