მოსამართლე: "რა თქმა უნდა ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის" - კვირის პალიტრა

მოსამართლე: "რა თქმა უნდა ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის"

რა თქმა უნდა ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის, - ამის შესახებ მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა კლუბ "ბასიანთან" პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.

მოსამართლის განცხადებით, ის ბრალდებულის მოქმედებას კანონმორჩილი მოქალაქის ქმედებად ვერ შეაფასებს.

"როდესაც პიროვნებას ვაფასებ, ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას, მათ შორის მეგობრებს. პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ კარგად არ გახასიათებდნენ",- განაცხადა მოსამართლემ.

სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეუფარდა. ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს.

"ინტერპრესნიუსი"