"თამაზ ქვლივიძესთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს" - რა განცხადებას ავრცელებს გიორგი რამიშვილის (ზარალას) პრესსამსახური? - კვირის პალიტრა

"თამაზ ქვლივიძესთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს" - რა განცხადებას ავრცელებს გიორგი რამიშვილის (ზარალას) პრესსამსახური?

გიორგი რამიშვილის (ზარალას) პრესს-სამსახური 13 იანვარს კლუბ "ბასიანში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გიორგი რამიშვილის პრესს-სამსახურის განცხადება მედიაში ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადების საპასუხოდ:

მოსამართლე: "რა თქმა უნდა ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის"

გიორგი რამიშვილს 13 იანვარს მომხდარ ინციდენტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, ისევე როგორც არ აქვს არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ ქვლივიძესთან. თამაზ ქვლივიძის მამიდა არის ჩვენი ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი (ვიცნობთ მას ძალიან დადებით პიროვნებად). თუმცა, ეს არ შეიძლება გახდეს სიცრუის ტირაჟირების და უპასუხისმგებლო განცხადებების გავრცელების მიზეზი.

ვემიჯნებით და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ გავარკვიოთ, რას ემსახურება ეს მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "უმუშევარი ვარ, მეგობრებმა რაღაცა შეაგროვეს, ასე შევიტანეთ გირაო" - რას ამბობს "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულის მამა?