გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პარლამენტარის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ერთი ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა აყვანილი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

შსს-ს განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დადგენა, რამდენად აქვს დაკავებულ პირს კავშირი უშუალოდ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან.

"სოსოს 6 ტყვია ესროლეს... შესაძლოა წილების გასხვისებას უკავშირდებოდეს ეს ტრაგედია" - გენერლის მკვლელობის ვერსიები

"ინტერპრესნიუსი"