ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლი გაჩხრიკეს - კვირის პალიტრა

ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლი გაჩხრიკეს

15 იანვარს, დაახლოებით საღამოს 5-დან 6 საათამდე შუალედში, რუსთავში თავდაცვის სამინისტროს გენერალი, "სტამბოლის ბაზრის" მეწილე სამსონ (სოსო) ქუთათელაძე მოკლეს. მას თავდამსხმელმა საკუთარ კაბინეტში მაყუჩიანი იარაღიდან 6 ტყვია ესროლა.

სოსოს 6 ტყვია ესროლეს... შესაძლოა წილების გასხვისებას უკავშირდებოდეს ეს ტრაგედია" - გენერლის მკვლელობის ვერსიები

აღნიშნულ სამესთან დაკავშირებით  დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმედი აქვს, რომ დილის 6 საათისათვის მას გაათავისუფლებენ. გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია, რადგან დაცვის მხარეს საქმის მასალები დაგვიანებით გადაეცა.

"იარაღის ვაზნები ეკუთვნის მამამისს. იარაღს ის კანონიერად ფლობდა რამდენიმე წლის წინ და, შესაბამისად, გიორგის ამ მუხლით ბრალს ვერ წაუყენებენ. ალექსანდრე კობაიძე იმედოვნებს, რომ გიორგი ჭანტურიას მეუღლის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად

მართლსაწინააღმდეგოს ვერაფერს ნახავენ და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ დაუმძიმდება და გაათავისუფლებენ“, - აღნიშნა კობაიძემ.

ადვოკატის თქმით, დაკითხვისას ჭანტურია ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა და შეუძლოდ გახდა. ალექსანდრე კობაიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ "ჭანტურია ქუთათელაძეს მკვლელობის დღეს მართლაც შეხვდა, თუმცა მასთან კონფლიქტი არ ჰქონია"

გიორგი ჭანტურიას მეორე ადვოკატის  ანი კეკენაძის ინფორმაციით, ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება სამართალდამცავებმა ვერ აღმოაჩინეს.

მისივე თქმით, გიორგი ჭანტურია წინასწარი დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ უნდა გაათავისუფლონ, ვინაიდან საქმეში მტკიცებულების სახით დევს მხოლოდ ის ცხრა ვაზნა, რომელიც მას არ ეკუთვნის.

გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს. მისი მამის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 9 ვაზნა, რომელიც ადვოკატის მტკიცებით, მამას ეკუთვნოდა და არა გიორგი ჭანტურიას.

"ინტერპრესნიუსი"