"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ალექსანდრე კვახაძეს თავს დაესხნენ - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ალექსანდრე კვახაძეს თავს დაესხნენ

"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ალექსანდრე კვახაძე მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებზე საუბრობს.

როგორც კვახაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ფიზიკური დაზიანებები მას საკუთარ სახლთან მიაყენეს. მისივე თქმით, თავდამსხმელები, მის სახლთან ცხოვრობენ. კვახაძის ინფორმაციით, პირები, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას ითხოვდნენ, რომელიც დაზარალებულის ინფორმაციით, ონლაინ სესხის სახით უნდა გამოეტანა.

"ჩემს საცხოვრებელ სახლთან შემხვდნენ იქვე მცხოვრები პირები და მთხოვეს გარკვეული თანხა, რომელიც დაახლოებით ორჯერ აღემატება ჩემს ყოველთვიურ შემოსავალს. ასევე, მთხოვდნენ, ეს თანხა ონლაინ სესხით გამომეტანა. ამაზე მიიღეს კატეგორიული უარი, რის შემდეგაც წამოვიდა მუქარა და შეურაცხმყოფელი სიტყვები. ამის მიუხედავად მე უარზე ვიყავი, რომ მიმეცა მათთვის თანხა, რის შემდეგაც თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ. ეს თავდასხმა არის იმ კრიმინოგენური ვითარების შედეგი, რაც საქართველოშია. მე არ ვაპირებ გაჩუმებას და ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა ეს ადამიანები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ", - განაცხადა ალექსანდრე კვახაძემ.

"ინტერპრესნიუსი"