რატომ გაათავისუფლეს ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული ჭანტურია? - კვირის პალიტრა

რატომ გაათავისუფლეს ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული ჭანტურია?

გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა გიორგი ჭანტურიამ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. უწყების ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. „სტამბოლის ბაზრობის“ დირექტორის, 1964 წელს დაბადებული სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.

"6 ჭრილობა აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული" - რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე "სტამბოლის ბაზრობის" დირექტორის მკვლელობაზე?

"ინტერპრესნიუსი"