ვინ არის სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული მომღერალი?! - სისხლიანი დაბადების დღის დეტალები - კვირის პალიტრა

ვინ არის სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული მომღერალი?! - სისხლიანი დაბადების დღის დეტალები

17 იანვარს, გვიან ღამით, თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რესტორანში დაბადების დღის აღნიშვნა დანაშაულით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანში დაბადების დღეზე სპეციალურად მიწვეულმა მომღერალმა სამი ადამიანი დაჭრა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, იუბილარის მეგობრები მძიმე ჭრილობებით ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან, მათგან ერთ-ერთს გადაჭრილი აქვს არტერია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ერთ-ერთი დაჭრილის მამის თქმით, ურთიერთშელაპარაკება რესტორანში სცენაზე იუბილარის მეგობრებსა და მიწვეულ მომღერალს შორის სიმღერის შესრულების დროს დაიწყო. ამ დროს მომღერალმა სცენაზევე ერთ-ერთი სტუმარი, შემდგომ კი გასაშველებლად მისული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაჭრა.

ბრალდებული მომღერლის ინტერესების დამცველი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მუსიკოსი წინასწარი დაკავების იზოლატორში სხეულის მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და ის ნაცემია.

საქმის გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ბოლო ინფორმაციით, იუბილარის ერთი მეგობრები მძიმე ჭრილობებით ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"  რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი ადგილზევე დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული მომღერალი ს.ს. არასრულწლოვანია.

ბრალდებულის ადვოკატის, ირმა შალამბერიძის ინფორმაციით, ის ჯერ საქმის მასალებს არ გაცნობია. მისივე განმარტებით, სხეულზე გარკვეული დაზიანებები მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც აღენიშნება.

სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

იხილეთ: პროკურატურამ რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს ბრალი 3 მუხლით წარუდგინა