სკოლიდან შინ ბრუნდებოდა - მარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

სკოლიდან შინ ბრუნდებოდა - მარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა

მარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.