"ამერიკაში წავიდა , თავდადებული შრომით უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო, ლიცენზიაც დაიმსახურა"- რას ამბობენ აშშ-მოკლულ მოკლულ ქართველზე? - კვირის პალიტრა

"ამერიკაში წავიდა , თავდადებული შრომით უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო, ლიცენზიაც დაიმსახურა"- რას ამბობენ აშშ-მოკლულ მოკლულ ქართველზე?

აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვნა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა.

დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა. პოლიციამ ორი მოკლული ხუთშაბათს აღმოაჩინა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

აშშ-ში მოკლულ ახალგაზრდასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს ქუთაისელი მწერალი და ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

"ამერიკის შეერთებული შტატების პატარა ქალაქში, კიდევ ერთ ამერიკელ ახალგაზრდასთან ერთად, ტყვიით მოკლული იპოვეს 31 წლის ქართველი ექიმი დავით კანდელაკი. პოლიცია მუშაობს გაურკვეველ გარემოებაში მომხდარი მკვლელობის გასახსნელად.

ეს - ცივი, ოფიციალური ინფორმაცია.

ჩვენთვის კი...მოულოდნელი, თავზარდამცემი ელდა იმისა, რომ დაიღუპა ჩვენი ულამაზესი, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი, სიცოცხლით სავსე დათო კანდელაკი - დიდი კარიერის საფეხურზე შემდგარი ახალგაზრდა ექიმი, ტყუპი ქალ-ვაჟის მამა, მშვენიერი ნატაშას მეუღლე, საუკეთესო შვილი, ძმა, მეგობარი, ადამიანი, ქუთაისზე შეყვარებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მეუღლესაც შეაყვარა თავისი მშობლიური ქალაქი, ქართული ტრადიციები, ენა.

დათომ ქუთაისის სერგეი მესხის სახელობის ჟურნალისტიკის კერძო სკოლა-ლიცეუმი დაამთავრა. ყოველნაირად გამორჩეული, ბრწყინვალე მოსწავლე იყო და, როგორც მის მასწავლებელსა და ლიცეუმის დირექტორს, მეგონა, მალე ჟურნალისტიკაში, ან პოლიტიკაში ხმამაღლა იჟღერებდა მისი სახელი, მან კი სრულიად სხვა არჩევანი გააკეთა: ამერიკაში წავიდა და თავდადებული შრომით, განსაკუთრებული ცოდნის წადილით უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო, სულ ახლახან ლიცენზიაც დაიმსახურა და წინ დიდი პერსპექტივა ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა