ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე რუსთავში, მდინარე მტკვარში და მტკვრის სანაპიროზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე რუსთავში, მდინარე მტკვარში და მტკვრის სანაპიროზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რუსთავში, მდინარე მტკვარში და მტკვრის სანაპიროზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მაშველები და მყვინთავები.

"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მდინარე მტკვარზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებები სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. შსს-ში სხავა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

"ინტერპრესნიუსი"