ქალს სასტიკად სცემეს - ყაჩაღური თავდასხმა გურიაში - კვირის პალიტრა

ქალს სასტიკად სცემეს - ყაჩაღური თავდასხმა გურიაში

გურიაში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მცხოვრებ ირმა ფირცხალაიშვილს წუხელ თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს, - აღნიშნულ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყაჩაღები ოქროს ითხოვდნენ. მათ სახლიდან 400 ლარის წაღება მოახერხეს.

როგორც "ინტერპრესნსიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს, თუმცა, შსს-მ ვითარების შესწავლა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ამ ეტაპზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძებო მოქმედებები.