ბახტრიონის ქუჩაზე ოჯახი დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

ბახტრიონის ქუჩაზე ოჯახი დააყაჩაღეს

ბახტრიონის ქუჩაზე, დაყაჩაღების მიზნით, ერთ-ერთ ოჯახს თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია რისი წაღება მოახერხეს ბინიდან თავდამსხმელებმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.