8-წლიანი პატიმრობა "ბახალას" - რატომ დააკავეს ქეთი დოლიძის ვაჟი? - კვირის პალიტრა

8-წლიანი პატიმრობა "ბახალას" - რატომ დააკავეს ქეთი დოლიძის ვაჟი?

23 იანვარს, მსახიობ გიორგი გიორაგანაშვილს ("ბახალა") მოსამართლე შორენა გუნცაძემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.  რის შემდეგაც ბექა წიქარიშვილი და რეჟისორი თორნიკე ბზიავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასამართლოს ეზოში დააკავა.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განსაკუთრებით აქტიურობდნენ სწორედ წიქარიშვილი და ბზიავა, რომელიც რეჟისორ ქეთი დოლიძის ვაჟია. მანდატურების მტკიცებით, მათი მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში და ასევე დაკავებამდე აგური ესროლეს საქალაქო სასამართლოს კარს.

არსებული ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

შეგახსენებთ, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

პ.ს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორნიკე ბზიავა 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბექა წიქარიშვილის სასმართლო პროცესი კი 24 იანვარს გაიმართება.