ხელვაჩაურში დაჭრილი 50-წლამდე ასაკის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - კვირის პალიტრა

ხელვაჩაურში დაჭრილი 50-წლამდე ასაკის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ხელვაჩაურში ე.წ "ოცნების ქალაქში" დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კლინიკა "მედინაში" აცხადებენ, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის მოცულობას. გონზეა, ადეკვატური და კონტაქტურია. ჰემოდინამიკა სტაბილურია. საციცოცხლო ფუნქციები კომპენსირებულია", - აცხადებენ კლინიკაში.

ხელვაჩაურში ე.წ "ოცნების ქალაქში" ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50-წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა, თუმცა დღეს გახმაურდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ინციდენტის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დამნაშავის ვინაობა დადგენილია.

"ინტერპრესნიუსი"