"კანონიერი ქურდების" "სხადნიაკი" თურქეთში - "ლავას ოღლიმ" და "გულუმ" საქართველოში გავლენის სფეროები გაინაწილეს?! - კვირის პალიტრა

"კანონიერი ქურდების" "სხადნიაკი" თურქეთში - "ლავას ოღლიმ" და "გულუმ" საქართველოში გავლენის სფეროები გაინაწილეს?!

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას თურქეთში კანონიერი ქურდების მორიგი "სხადნიაკი" გაიმართა, რომლის თაობაზეც სტატია გაზეთმა "ვერსიამ" მოამზადა, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"ვერსიის" ინფორმაციით, გასულ კვირას თურქეთში კანონიერი ქურდების მორიგი "სხადნიაკი" გაიმართა. მას საქართველოში დაბადებული ორი კანონიერი ქურდი - მინდია გორაძე (იგივე ლავას ოღლლავასი) და ნადირ სალიფოვი (იგივე გულუ) ხელმძღვანელობდნენ. გაგიკვირდებათ და, მთავარი სასაუბრო თემა საქართველოში სფეროების გადანაწილება გახლდათ. უფრო კონკრეტულად კი, გორაძესა და სალიფოვს საქართველოს გაყოფა სურთ და გაიყვეს კიდეც - აღმოსავლეთი აზერბაიჯანელ ქურდს ერგო, დასავლეთი - გორაძეს, შესაბამისად, ბიზნესის დატერორება, გარჩევები და ყველა ქურდული დავა სწორედ ამ პრინციპით გადაწყდება - აღმოსავლეთს სალიფოვის ხალხი მიხედავს და მათ გარეშე ბევრი რამ აღარ მოხდება, დასავლეთში კი ისედაც არსებულ გავლენას კიდევ უფრო განიმტკიცებს ლავას ოღლი.

"ვინ იქნება პირველი, ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად იქნება ისეთი, ვინც აყვირდება და იტყვის, რომ ბიზნესიდან წილს ქურდები სთხოვენ. მსხვილ ბიზნესმენებს უკვე მიაკითხეს, მაგრამ არა ისეთებს, ზვიგენებად რომ ითვლებიან. აი, დაახლოებით, იმ გაქანების ბიზნესს აწვებიან ჯერ, წლიურად 2-3 მილიონ მოგებას რომ ნახულობენ. ზუსტად გეუბნებით, რომ როცა ბიზნესმენებს ზედმეტი თავისტკივილი არ სჭირდება, მზადაა ცოტა მაყუთი მიუგდოს ქურდებს, ვიდრე პრობლემები შეიქმნას.

...

რაც შეეხება "სხადნიაკს", გადაწყდა, რომ ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ დაამყარებენ "ქურდულ წყობილებას". ზუსტად ისე, როგორც ადრე იყო. უბანში თუ რამე მოხდებოდა, ქურდთან რომ გარბოდნენ. გაიკითხეთ აბა ახლა, თბილისში, ქუთაისში მივარდნილ რეგიონებში არიან თუ არა ტიპები, რომლებიც ამბობენ, რომ ქურდებთან არიან გათანაბრებულები და არჩევენ თუ არა საქმეებს?! გაიკითხეთ, გროვდება თუ არა ობშიაკი სკოლებში, სასწავლებლებში, უბნებში... ჰყავთ თუ არა სოფლებს ე. წ. მაყურებელი და უგზავნიან თუ არა ზონებზე "პალაჟენეცებს" "პერედაჩებს"?!

გაიკითხეთ და ნახავთ, რომ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ქურდული სინდიკატი უკვე მოქმედებს. შავი სამყარო უკვე ისე მომძლავრდა, მათთან გამკლავება პრობლემა გახდა, ამ სიტყვის პიროდაპირი მნიშვნელობით. კრიმინალები უკვე იმუქრებიან, არეულობას მოვაწყობთ ქვეყანაში, სახელმწიფო სამოქალაქო ომის რეჟიმში გადავაო. ის რომ იარაღის შოვნა პრობლემა არ არის, თუნდაც ტერორისტებთან მომხდარი ინციდენტიც ადასტურებს. იარაღი არის და იყიდება ყველგან, სადაც კი მოგესურვებათ. ინტერნეტით იყიდება ყვველაფერი - პისტოლეტიდან და ხელყუმბარიდან დაწყებული, ხელის ტყვიამფრქვევითა და "გრანატამიოტით" დამთავრებული", - გვითხრა ადამიანმა, რომელიც თურქეთში ცხოვრობს, საქართველოში ბიზნესი აქვს და... რომელიც თავადაც იძულებულია, ქურდებს წილი უხადოს.

მის მიერ დასახელებული ფაქტების გადამოწმება რთული არ გახლავთ. "ობშიაკის" შეგროვების თემა ყველგან აქტუალურია და ამის შესახებ სამართალდამცავებმა რომ იციან, ორი დღის წინ, გამოძალვისა და ბიზნესმენებზე ზეწოლის ბრალდებით კანონიერი ქურდების დაკავების ფაქტიც ადასტურებს. რაც შეეხებათ გორაძესა და სალიფოვს...

"უმარტივესია. მიდით, ნებისმიერ აზერბაიჯანულ სოფელში, გნებავთ კახეთის რეგიონში, გნებავთ ქვემო ქართლში და "გულუ" ახსენეთ. ახალგაზრდებში შიშითა და რიდით მიგასწავლიან ამ კანონიერი ქურდის ახლობლებს და დახმარებასაც ასევე შიშითა და კრძალვით შემოგთავაზებენ". ანალოგიური მდგრომარეობაა აჭარის რეგიონში ლავას ოღლის სახელის ხსენებაზე!"

იხილეთ სრულად გაზეთ "ვერსიის" 31 იანვრის ნომერში

იხილეთ ასევე: "ავთანდილ ჩიხლაძე, ცოლთან ერთად, 10 წლის ვაჟის თვალწინ მოკლეს" - "კვეჟოვიჩის" ვენდეტა