ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი დაჭრილია და მას დოდო გუგეშაშვილმა ესროლა
ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია და სამართალდამცავები სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი დაჭრილია და მას დოდო გუგეშაშვილმა ესროლა.
შეგახსენებთ, "მხედრიონის" ერთ-ერთ ლიდერს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს 7 თებერვალს, დაახლოებით 10 საათზე, თბილისში, დიღმის მასივში საცხოვრებელ ბინაში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს გუგეშაშვილის 33 წლის ვაჟი გრიგოლ (ნოდარ) გუგეშაშვილი, თავად ქალბატონი კი დაჭრილია.
"დოდო თავისი ფეხით ჩამოვიდა მე-13-დან მე-11 სართულამდე და იქ წაიქცა, სისხლი სდიოდა, თან ყვიროდა, მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მაშინვე სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ", - მოუყვა ერთ-ერთი მეზობელი "ინტერპრესნიუსს".
იხილეთ ასევე: "ჩემზე დიდი ნადირობა მიდიოდა" - ვინ არის დოდო გუგეშაშვილი?
კადრები სახლიდან, სადაც დანაშაული მოხდა