"ლევანი ამბობს, რომ განყოფილებაში ნარკოტიკი მოახმარეს"
17-02-2018
"ლევანი ამბობს, რომ განყოფილებაში ნარკოტიკი მოახმარეს"
"პოლიციაში გადაღებული ერთადერთი ვიდეოფირი აქვთ, სადაც ეკითხებიან, ქმოსტელი რატომ მოკლესო და ის პასუხობს, ალბათ, მოსაკლავი იყოო. მხოლოდ ეს ჩანაწერია საქმეში"

თბილისში, ნაძალადევის რაიონ­ში მომხდარი მკვლელობა სამართალდამცავებმა გახსნილად­ გამოაცხადეს და განზრახ მკვ­ლე­­ლობის ბრალდებით 2 პირი­ დააკავეს.­ დაკავებულების ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ბრალდებულებს მომხდართან კავშირი არა აქვთ.

მკვლელობა 4 თებერვალს, საღამოს 8-ის ნახევარზე მოხდა. იმ დღეს დავით ქმოსტ­ელი მეგო­ბართან სტუმრად იყო და მისი ბინიდან გამოსვლისთანავე ეზოში ჩაცხრილეს... ლევან­ ყანდორელაშვილსა­ და მის მეგობარ გიორგი
ჭალელიშვილს ბრალი უკვე წაუყენეს და მოტივად­ შურისძიება დაასახ­ელეს. გამოძიების ვერსიით, ლევანსა და დავითს უთანხმო­ება ჰქონიათ. ყანდორელაშვილმა­ იცოდა,­ რომ ქმოსტელი­ მეგობართან მიდიოდა და ჭალელიშვილთან ერთად იქ ჩაუსაფრდა. უბანში ამბობენ, რომ მკვლელობა ქურდ­ულ სამყაროსთან მათ კავშირს უკავ­შირდება. თუმცა ამ ვერსიას მოკლულის ახლობლები უარყოფენ. პროკურორის თქმით, ორივე­ ბრალდებული
ადრე ნარკოდანაშაულის გამო ნასამართლებია, ქმოსტელი კი (მეტსახელად "ძივითა") რუსეთში ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს.

სულხან კომახიძე, ლევან ყანდორელაშვილის ადვოკატი:
- ლევანს ამ დანა­შ­ა­ულთან კავშირი არა აქვს. ძალოვანებმა თქვეს, რომ ის თბილისში დააკავეს, არადა,­ საქმეში დევს ლევანის გამოკითხვის ოქმი, რომელიც კასპის რაიონშია­ შედგენილი. როგორ წარმოგიდგენიათ, ის კასპში დაჰკითხეს, გაუშვეს და მერე თბილისში დააკავეს?! მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმეში­ დევს რამდენიმე პოლიციელის პატაკი. როგორც ამბობენ, ჰქონიათ ინფორმა­ცია, რომ დანაშაული ყანდორელაშვილის ჩადენი­ლია და ფარულ მოსმენებს ითხოვდნენ.­ სინამდვილეში ჭალელიშვილი და ყანდორელაშვილი 5 თებერვლის გამთენიისას კასპში, ჭალელიშვილის ბებიის სახლში დააკავეს. ჩანს, დანაშაული ვერ გახსნეს და პოლიციამ კარგი კანდიდატი, ლევანი იპოვა.

- ლევანი იცნობდა მოკლულს?

- უბნელები არიან, მაგრამ მეგობრები­ არ ყოფილან... ყანდორელაშვილისა­ და ჭალელიშვილის წინააღმდეგ­ სხვა საქმე გა­ნიხილება, მათ ორი კაცის ცემას ედავებიან.­ ეს საქმეც პარადოქსია - რეალურად ორივე დაზარალებულია. 2017 წლის ნოემბ­ე­რში ლევანსა და გიორგის მანქანა დაეჯ­ახა,­­ გიორგის ფეხი ჰქონდა მოტეხილი. დამნაშავის დაკავების ნაცვლად, საქმე დაზარ­ალებულების წინააღმდეგ აღძრეს.­ ორივე 2000-ლარიანი გირაოთი გაუშვეს. ჩვენი ინფორმაციით, ვინც მათ დაეჯახა,­ სასჯელაღსრულების ბიუროს თანამშრომელია. ვითხოვეთ, ოფიციალურად დაედასტურებინათ, მართლაც ასეა თუ არა, მაგრამ ბიურომ მოგვწერა, ეს პერსონალური მონაცემ­ებია და პასუხს ვერ გაგცემთო. 31 იანვ­არს­ სასამართლო ჩატარდა, ამ საქმეში ვიც­ავდით ლევანს, რადგან ის სოციალურად და­უცველია. პროცესზე ჩამოთვალა,­ თუ ვინ დევნიდა, ასახელებს ძალოვანი უწყების თანამშრომელს. მოსა­მართლეს უთხრა, ვიცი, ნარკოტიკს ჩამიდებენ ან სხვა დანაშაულს დამაბრალებენ და ეს იცოდეთ, რადგან ბოლო დროს მითვალთვალებენო. ამ ჩვენე­ბიდან 5 დღეში, 5 თებერვალს დააკავეს. გორში მცხოვრები მისი მშობლები და ძმები მთელი დღე ჰყავდათ პოლიციაში,­ ლევანს ეუბნებოდნენ, თუ დანაშაულს არ აღიარებ, შენი ოჯახის წევრებსაც დავიჭერთო...

- რა სამხილი აქვს გამოძიებას?

- არანაირი. ჭალელიშვილს თავიდან­ იარაღის შენახვისთვის წაუყენეს ბრალი­. ბებიამისის სახლიდან ამოღებულია 2 ხელყუმბარა, სავარაუდოდ, დიდი ხნის, მისი ბაბუა იყო ძალოვანი... არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. მეტიც, ლევანი ამბობს, რომ განყოფილებაში ნარკოტიკი მოახმარეს. ერთადერთი ვიდეოფირი აქვთ, სადაც ეკითხებიან, ქმოსტელი რატომ მოკლესო და ლევანი პასუხო­ბს, ალბათ, მოსაკლავი იყოო. ბრალდების თქმით, ლევანი ქმოსტელზე განაწყენებული იყო, გაბოროტდა და ამიტომაც მოკლაო, არადა, მსგავსი რამ მასალებით არ დასტურდება. სახელმწიფო ძალადობს მასზე. ვფიქრობთ, ეს საქმე ნაფიცი მსაჯულების განსახილველი იქნება.

თეა ხურცილავა
ლუხო
18 თებერვალი 2018 10:12
როცა ყველა მტყუანია, როცა ყველა მართალია, იქნებ ხალხი მსუქანია , ქვეყანაკი, წამხდარია.
nino
18 თებერვალი 2018 00:41
tkveni samartali...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები