"თუ ხატიას ხელოვნურად რამეს დაუშავებენ, რისიც ძალიან მეშინია, გეფიცებით, მართლა დავიწვავ თავს!"
"თუ ხატიას ხელოვნურად რამეს დაუშავებენ, რისიც ძალიან მეშინია, გეფიცებით, მართლა დავიწვავ თავს!"
"როგორია­, ანგელოზივით ბავშვი შეიყვანო საავადმყოფოში და ასეთი გაიყვანო?!"

უკვე 5 თვეა, რაც 18 წლის ხატია თვაური ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩატარებული ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გამო კომატოზურ მდგომარეობაშია. 8 თებერვა­ლს ხატიას ახლობლები კლინიკაში შეიჭრნენ და დირექტორის, გიგა ჯიქიასგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. თვაურების ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს და საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს, რათა პაციენტი დროულად­ ცნონ დაზარალებულად და რაც დასჭირდება,­ ყველაფრით უზრუნველყონ. გაზეთი "კვირის პალიტრა" ხატია თვაურის დედას თეონა სიდამონიძეს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს
ინტერვიუდან:

თეონა სიდამონიძე:
- ხატია კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი შევიყვანეთ. ექიმმა ზაქრო ოდიშვი­ლმა, ანესთეზიოლოგმა ანზორ ჩომახიძემ და ექთანმა ლელამ ცხვირის პლასტიკური­ ოპერაცია გაუკეთეს. როდესაც პალატაში ჩამოიყვანეს, 20 წუთის განმავლობაში კონტაქტური იყო. არ შემოჰყოლია­ არც ექიმი,­ არც ექთანი, რომ ეთქვათ, როგორ მიმეხედა ბავშვისთვის... რამდენიმე წუთში შევამჩნიე, რომ
ხატია გალურჯდა. ცივი იყო. ნარკოზის ზემოქმედების შედეგია, ჩვენი შვილებიც ასე იყვნენო, - მითხრეს სხვა პაციენტების მშობლებმა. გარეთ გავედი და დერეფანში მჯდომი ექთანი მოვიხმე. ნუ გეშინიაო, დამამშვიდა, თან ხატიას მხარზე­ შეეხო და ჰკითხა, ხომ არ გცივაო, მაგრამ ხმა რომ არ ამოიღო, მაშინვე ლელა ექთანი მოიხმეს. მან გასინჯა, ჩქარა, პულსი არ უცემსო და ინტენსიურ განყოფილებაში გააქანა.

მოგვიანებით ამიხსნეს, რომ ასეთი რამ იშვიათად, მაგრამ ხდება - ხატიას გული გაუჩერდა, მაგრამ ავუმუშავეთ, ახლა აპარატზეა მიერთებული და ხვალიდან ნელ-ნელა გამოვა მდგომარეობიდანო.

გავიდა 5 დღე, ბავშვს ტვინის შეშუპება დაეწყო. გვითხრეს, თუ ოპერაციას­ არ გავუკეთებთ, გადარჩენის ალბათობა 3% იქნებაო... ლადო წიქარიშვილმა გაუკეთა ოპერაცია. შემდგომ გვამცნეს, ტვინი დაზიანებულია, 2-3 კვირა უნდა ეძინოს, ზედმეტად რომ არ დაიტვირთოს, 1-2 თვის შემდეგ კი ნელ-ნელა გამოვა მდგომარეობიდანო. ნოემბერში ხატიამ თვალები გაახილა, აპარატის გარეშეც სუნთქავს, თუმცა ვერ ლაპარაკობს, ხელ-ფეხს გაუაზრებლად ამოძრავებს და ვერავის გვცნობს.
ნევროლოგმა მითხრა, ამაზე მეტს აქ ვერაფერს გავუკეთებთ, ან შინ წაიყვანეთ, ან საზღვარგარეთ უმკურნალეთო. როგორია­, ანგელოზივით ბავშვი შეიყვანო საავადმყოფოში და ასეთი გაიყვანო?! კლინიკისგან­ მოვითხოვე დახმარება. ჯერ უარი მითხრეს, მერე შემომთავაზეს, საავადმყოფოს პერსონალმა - ფონდი გავხსენით ხატიას დასახმარებლად და ამ თანხით ბინას გიყიდით, რომელიც კლინიკასა და თქვენზე გაფორმდება, სამაგიეროდ, ხელი უნდა მოაწეროთ, რომ ბავშვი თქვენი ნებით გაგყავთ და არც კლინიკასა და არც ექიმებს არ ედავებითო.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეკა სალაღაია
alex
13 თებერვალი 2018 11:00
გადავირიე, რა ქვეყანაშივცხოვრობ!!
ქეთი
13 თებერვალი 2018 00:55
ოცი წლის წინ გია ოდიშვილმა გამიკეთა ოპერაცია, ვითმ ძგიდე უნდა გაესწორებინა, ოპერაციის დროს ადგილობრივი გამიკეთეს და კონტაქტური ვიყავი, ოპერაციის დროს მკითხა პლასტიკური არ გინდაო არა მეთქი, და რომ გამოვედი იმხელა კეხი მქონდა ცხვირზე, პლასტიკურიც დამჭირდა... მაგრამ მასთან აღარ გავიკეთე... ალბათ იმის ნაშიერია...ისეთ უხეში ვინმე იყო..
Tamuna
12 თებერვალი 2018 22:39
Ra lamazi gogoa rad undoda operacia

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?