"მახსოვს, გამწარებულმა ისიც თქვა, მკვლელი პირდაპირ საძინებელში შევარდაო"
"მახსოვს, გამწარებულმა ისიც თქვა, მკვლელი პირდაპირ საძინებელში შევარდაო"
"მიშველეთ, შვილი მომიკლეს!" - 7 თებერვალს, 11 საათი ხდებოდა, როცა დიღმის მასივში კორპუსის ბინადრებს ქალის განწირული კივილი მოესმათ. ქალი დაჭრილი იყო და მეზობლებს დახმარებას სთხოვდა. გაოგნებული მეზობლები მის მოსულიერებას ცდილობდნენ, როცა კიბეზე მამაკაცმა ჩამოირბინა. "ეს არის მკვლელი, დაიჭირეთ!" - სწორედ მისკენ გაიშვირა ხელი თურმე დოდო გუგეშაშვილმა, თუმცა, სანამ მეზობლები რეაგირებას მოახდენდნენ, მამაკაცმა კიბე ჩაირბინა და მიიმალა. გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ვრცელი სტატიიდან:

მკვლელობის ზუსტ მოტივზე არავინ საუბრობს, თუმცა
ერთ-ერთი ვერსიით, დამნაშავეს დოდო გუგეშაშვილის ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მოკვლა სურდა. როგორც ამბობენ, დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაწყებულა გოგონას გამო. ამ საქმის გარჩევა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 8 წლის წინ მომხ
დარა, მერე თითქოს ბიჭები შეურიგებიათ და ყველას ეგონა, რომ ინციდენტი ამოიწურა, მაგრამ დამნაშავემ ძველი წყენა გაუხსენა ნოდარს და შური იძია. ითქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ნასამართლევია და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსულა.

ჩვენი ინფორმაციით, პოლიციის მისვლამდე კიდევ რამდენიმე მეზობელი შევიდა გუგეშაშვილების ბინაში და მათ დაინახეს საძინებელში მოკლული ნოდარი. ერთ-ერთი მეზობლის ვარაუდით, როდესაც მკვლელი სახლში შევიდა, ნოდარს ეძინა.

"ნოდარი საწოლთან ეგდო საცვლების­ ამარა, ალბათ, სროლის შემდეგ გადმოვარდა. სისხლის გუბეში იწვა და ახლოს მისვლა ვერ გავბედე. დოდო თავდაპირველად ყვიროდა, შვილი მომიკლაო, მაგრამ მერე სულ კითხულობდა, ჩემი ნოდარი როგორ არისო, ეტყობა, არ უნდოდა დაჯერება, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა...
პოლიცია სასწრაფო დახმარების მანქანაზე ადრე მოვიდა, ესაუბრა დოდოს, მაგრამ მკვლელზე ჩვენი თანდასწრებით დოდოს არაფერი უთქვამს. უცებ შუქიც მოვიდა და დოდო საკაცით ჩაიყვანეს... ჩვენი ვარაუდით, დოდო იცნობდა მკვლელს და კარიც მან გაუღო. როცა დაჭრილს მეზობლები დახმარებას უწევდნენ, მახსოვს, გამწარებულმა ისიც თქვა, მკვლელი პირდაპირ საძინებელში შევარდაო. დოდოს ხალათი ეცვა, სავარაუდოდ, ახალი გაღვიძებული იყო", - ჰყვება მეზობელი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად


თეა ხურცილავა
Nino
13 თებერვალი 2018 01:19
Rogori carsulisac ar unda ikos dedaa da shvili tvalcin moukles. esaa didi tragedia tore chven romeli ar vcodavt sxvisken titis gashvera rom vicit marto...
ლალი
12 თებერვალი 2018 11:58
ცოდვაა დოდო,ქალს შვილი მოუკლეს თვალწინ..ამაზე მეტი სიმწარე არ არსებობს ალბათ..ვუთანაგრძნობ,როგორც დედას..ძალიან მეცოდება

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები