ახმედ ჩატაევთან კავშირში ბრალდებული შვიდივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ახმედ ჩატაევთან კავშირში ბრალდებული შვიდივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩატაევთან კავშირში ბრალდებული შვიდივე პირი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიჩნია, რომ ბრალდებულების, ზურაბ გორნაკაშვილის, რუსლან ალდამვის, ზურაბ იდოიძის, ბადურ ჩოფანაშვილის, ანატოლი ბერძენიშვილის, რამაზ მარგოშვილისა და საედ დუდაევის მხრიდან მოსალოდნელი ვარაუდის სტანდარტით არსებობს მიმალვის საფრთხე, ასევე, მტკიცებულებების განადგურებების ან მათ მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე, რის გამოც, ისინი პატიმრობაში უნდა დარჩნენ.

დაცვის მხარის ადვოკატები შუამდგომლობას აყენებდნენ, ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების თაობაზე, მათ შორის, 2000, 5000 და 10 000
ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

აღკვეთის ღონისძიების გადახედვის სასამართლო პროცესს შვიდივე ბრალდებული ესწრებოდა. რაც შეეხება, წინასასამართლო სხდომის გადადების საკითხს, მოსამართლემ პროცესი ბრალდების მხარის მოთხოვნით 22 თებერვლიდან 22 მარტამდე გადადო, რადგან პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო ითხოვა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?