"ჩვენს სოფელში ერთ კვირაში ორი მაღაზია დაესხენ თავს, ერთი ავტომატით დაცხრილეს, მეორეში ხელყუმბარა შეაგდეს"
"ჩვენს სოფელში ერთ კვირაში ორი მაღაზია დაესხენ თავს, ერთი ავტომატით დაცხრილეს, მეორეში  ხელყუმბარა შეაგდეს"
"ჩვენთან, ფაქტობრივად, 90-იანი წლები დაბრუნდა და კაციშვილი არ არის პატრონი"

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ორი დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მარკეტი ხელყუმბარით ააფეთქეს. შედეგად დაზიანებულია მარკეტის კარი და კედლები, ასევე ინვენტარი. მომხდარის გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შემოქმედის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, სოფელში გაუარესებულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე გვესაუბრა.

- შემოქმედი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი სიმშვიდით და სიწყნარით. 90-იანი წლების შემდეგ სოფელში
ახალგაზრდობის უბრალო შეკამათებაც არავის გაუგია, არათუ ხელყუმბარების აფეთქება. ბოლო დროს კი შუაღამისას ხალხს ხან ავტომატების სროლა აღვიძებს, ხან ხელყუმბარის. ჩვენთან, ფაქტობრივად, 90-იანი წლები დაბრუნდა და კაციშვილი არ არის პატრონი. ამან ზოგი შეაშინა, ზოგი თავადაც აგრესიაზე გადავიდა, - გაიძახიან, ის დროა, თოფები ჩვენც ვიყიდოთ, დღეს მაღაზიებს
აფეთქებენ, ხვალ ჩვენც შემოგვივარდებიან სახლებშიო. მართალიც არის, ერთ კვირაში ჩვენს სოფელში ორ მაღაზიას დაესხნენ თავს, ერთი დაცხრილეს, მეორეში კი ხელყუმბარა შეაგდეს და ააფეთქეს; მალე ალბათ სოფელში უკვე ტანკი შემოვა და გადაგვივლის, მთავრობა კი შორიდან გვიყურებს.
წინა კვირას მაღაზიის დაცხრილვას სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, ცხადია, ამან კრიმინალები კიდევ უფრო წაახალისა.
ღამის 12 საათზე მეორე მაღაზიაში "ლიმონკა" შეაგდეს და გაიქცნენ. ამ ლიმონკის აფეთქებას იმხელა ხმა ჰქონდა, გეგონება ომი დაიწყოო, მთელმა სოფელმა გაიღვიძა. საწყალი მეპატრონეს ყველაფერი განადგურებული დახვდა: მაღაზიის კედლები და მინები ნაცარტუტატ არის ქცეული, ინვეტარი და პროდუქცია კი განადგურებულია. არ ვიცი, ამას კონკრეტულად ვინ აკეთებს, რა ხალხია, სავარაუდოდ, სოფლის მაღაზიის ასაფეთქებლად შორი მანძილიდან არავინ მოვა; მაგრამ ეს ხალხი ან კრიმინალური სამყაროს შიშს თესავს, რომ მალე ყაჩაღობა დაკანონდეს; ანდა უბრალოდ სიძულვილით არის სავსე, - ვერ აუტიანიათ, რომ ვიღაცას რაღაც ქონება აქვს, ამ შემთხვევაში თუნდაც პატარა მაღაზია, - მივიდნენ, ააფეთქეს, გული გაიხარეს და წავიდნენ...

- მაღაზიიდან არაფერი წაუღიათ?
- არაფერი! სწორედ მაგაშია საქმე, ვანდალები არიან.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

giorgi
15 თებერვალი 2018 00:50
ძალიან გახშირდა კრიმინალი თუ რამე ზომა არ იქნა მიღებული დაიღუპება ახალგაზრდა თაობა
დეა
14 თებერვალი 2018 13:51
და ნარკომანია?!
საშინელება ხდება ქვეყანაში,იმაზე უარესი რაც მიშამდე იყოოო...
უკვე ინტერნეტის საშუალებით ყიდულიბენ ხალხო ნარკოტიკს,გავგიჟდიიიი...
ხანდახან ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული კამპანიაა და ამის აზრი-საქართველოს მოსახლეობის გენოციდი და გაჟლეტააააა!!!!!
tngh
14 თებერვალი 2018 12:05
სასწრაფოდ უნდა გააქტიურდნენ სამართალდამცველები. აღარ მიაქციონ ყურადღება "მეგრანტეების' უსაგნო ტლიკინს და რაც შეიძლება ხშირად მოაწყონ რეიდები. თანაც ერთდროულად ბევრგან...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ტაქსების რეგისტრაციის მიმართულებით?