საქართველოს მთავარი პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას ამჯერად პოლონეთისგან მოითხოვს
საქართველოს მთავარი პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას ამჯერად პოლონეთისგან მოითხოვს
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარისთვის უკვე მიმართული აქვთ და აღნიშნულ მიმართვას ძალაში ტოვებენ. ასე უპასუხეს მთავარ პროკურატურაში "ინტერპრესნიუსის" შეკითხვას იმის შესახებ, მიმართავს თუ არა ქართული მხარე სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით ამჯერად პოლონეთის პროკურატურას.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ პოლონეთს ჯერ კიდევ გასული წლის 4 აგვისტოს მიმართა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ვარშავაში იმყოფებოდა.

"4 აგვისტოს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა
პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა.

ამავე დროს, პარალელურად, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას. ამავე დღეს, 4 აგვისტოს, ვარშავის ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ მიიღო ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია, რაც მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელთან სატალეფონო საუბრისას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა", - განაცხადეს პროკურატურაში.

იხილეთ: "სააკაშვილი აშკარად კმაყოფილია პოლონეთში გაშვებით, რადგან უარესს ელოდა" - რას წერს მსოფლიო პრესა სააკაშვილის გაძევებაზე?


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა