"ნურავინ მისცემს პოლიტიკურ სარჩულს ამ ამბავს" - დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"ნურავინ მისცემს პოლიტიკურ სარჩულს ამ ამბავს" - დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)

დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების ამბავი დღეს შეატყობინეს, ის რეანომობილით ძმის სახლშიც გადაიყვანეს, სადაც მისი ვაჟის ცხედარია დასვენებული. ამ დროისთვის ქალბატონი დოდო უკვე გადაყვანილია კლინიკაში. სვარაუდოდ, ის ხვალ შვილის დაკრძალვას დაესწრება.

სოცალურ ქსელში გავრცელდა დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარიც, რომელიც, სავარაუდოდ, სავადმყოფოშია ჩაწერილი. ვიდეოჩანაწერი გაავრცელა ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ, რომლის მინაწერითაც ირკვევა, რომ კომენტარი დოდო გუგეშაშვილის სურვილით ჩაწერა.

"ეს არ არის არც პოლიტიკური, არც ბიზნეს და არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთის ამბავს არ უკავშირდება, ამიტომ ნურავინ მისცემს პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს ამ ამბავს", - განაცხადა გუგეშაშვილმა.

იხილეთ ვიდეო