"მეზობლებმა დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციის ღამეს სპეცრაზმელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ"- რას ამბობს მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"მეზობლებმა დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციის ღამეს სპეცრაზმელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ"- რას ამბობს მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი?

დუისის პოლიციაში დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის მეზობლები დაკითხეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ორი პირი მოწმის სახით დაკითხა, რომლებმაც სპეცოპერაციის ღამე გაიხსენეს და სპეცრაზმელებს შოროს მომხდარი კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდეს.

"დღეს დაკითხული მეზობლები არიან მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს ის ფაქტი, რომ სპეცოპერაციის ღამეს სპეცრაზმელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ, რომ ერთი მოუწოდება მეორეს, იარაღისთვის ხელი გაეშვა. დასაკითხია კიდევ რამდენიმე, რომლებიც ამ ეტაპზე ქვეყანაში არ არიან. სპეცრაზმელების ჩხუბის ფაქტორი არის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რადგან ეს ამტკიცებს, რომ იმ ღამეს შეცდომა მოუვიდათ და აფექტში მყოფმა სპეცრაზმელმა ისროლა თემირლანის მისამართით, რასაც არ უწონებდნენ სხვა თანამშრომლები", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"